ფარული ბულინგი



ფარული/შენიღბული ბულინგი - ეს არის მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, რომელიც პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. რთული მისახვედრია როდის ხორციელდება იგი; მოძალადე ჩაგრული პერსონის ზურგს უკან მოქმედებს, რათა საფრთხე შეუქმნას მის რეპუტაციას და დაამციროს საზოგადოების წინაშე. მისი ფორმებია: ტყუილები, ჭორების გავრცელება, სხვა მოსწავლეებთან დამცირება, მოსწავლის სოციალურ იზოლაციაში მოქცევა და სხვ.

 საწყისი შეხედულება იმის შესახებ, რომ არაპირდაპირი, ურთიერთობასთან დაკავშირებული აგრესია არისქალთა აგრესია“, მხარდეჭერილია კვლევებით, რომლებშიც ნაჩვენებია, რომ ასეთი სახის აგრესია გოგონებში უფრო ხშირად გვხდება, ვიდრე ბიჭებში. თუმცა ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ გენდერული განსხვავებები, არაპირდაპირი აგრესიის გამოყენების თვალსაზრისით, არის უმნიშვნელო. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებმა, ზოგადად, 
არ გამოამჟღავნეს არაპირდაპირი აგრესიისაკენ მიდრეკილება, არსებობს საფუძველი იმისა, რომ პროპორციულად ისინი უფრო ხშირად იყენებენ არაპირდაპირი აგრესიის ფორმებს, ვიდრე პირდაპირს.



 დედა პატარას  აძინებდა.
- შენ იცი, რა არის ბულინგი? - ჰკითხა შვილმა ისე, რომ უკვე თვალები ეხუჭებოდა.
- ჩაგვრა, - უპასუხა დედამ.
- ჰო, - თქვა პატარამ და გაჩუმდა.
დედა  მიხვდა, რომ ბავშვს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა.
- რატომ მეკითხები? შენ იცი, რა არის?
- ვიცი, ისე რომ არ უნდა მოგექცნენ, რომ ხასიათი გაგიფუჭდეს, - თქვა ბავშვმა და კედლისკენ გადაბრუნდა.
ხასიათი გაგიფუჭდეს...“ ზუსტად!
კი არ დაგჩაგრონ აუცილებლად, ან გცემონ, ან ტანსაცმელი შემოგახიონ, არამედ ხასიათი გაგიფუჭონ. ანუ გული გატკინონ...
ბავშვი ჯერ პატარაა, ბულინგის მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ  მან უკვე იცის, რა არის ხასიათის გაფუჭება და გულის ტკივილის ამბავი.
ეს იცის ყველამ!

  როცა კითხულობ ქუჩაში, თუ რა არის ბულინგი, უმეტესად ამბობენ: „ჩაგვრა“, „ვინმეს ამოჩემება“, „შევიწროება“, „გარიყვა“...
ზოგი კი ამბობს: „ არ ვიცი“, და მერე ჩაიბურტყუნებს - „მოიგონებენ რაღაცას!“
მოიგონებენ, ოღონდ სხვა რამეს:

 მოიგონებენ კლასში შესვლის მომენტს, ზოგიერთების ჩაცინებას და გადალაპარაკებას, მერე ალმაცერ მზერას და ისევ გადალაპარაკებას ყოველ ჯერზე, როცა ახლოს გაივლის. მცდელობას, რომ მივიდეს და ჩაერთოს ლაპარაკში, ისინი კი ჩერდებიან და - „მერე გნახავ...“ - ეუბნებიან ერთმანეთს. და მარტოობის საშინელი, დამთრგუნველი გრძნობა. მარტოობის და არასასურველობის. და მერე, ღამღამობით, შეკითხვა: „რატომ? ჩემი ბრალია?“

   მოიგონებენ ის ერთად მდგარი ბიჭებიც, უცნაური განცდით: რა მინდოდა? ან რას ვერჩოდი? იმის მაგივრად, რომ მემეგობრა! ნახე, რა კაცი დადგა. იმან ამიყოლია, მესამე მერხზე რომ იჯდა. რა სულელი ვიყავი, იმას ხომ ახლა საერთოდ ვეღარ ვიცნობ, ქუჩაში რომ შემხვდეს, ეს კი ყოველდღე მხვდება და თვალს ვარიდებ...


მოიგონებენ მარტო ჯდომას კლასელის დაბადების დღეზეტახტის კუთხეში. „ბიჭებოაივანზე გავიდეთ...“ და მერე - შენ სად მოდიხარშენ რა გინდადაგიძახა ვინმემ?“ მერე ყველა გოგო რომ ცეკვავს და მასთან - არც ერთიმშვიდი და გულგრილი „არ ვცეკვავ“, და მერე რომ ცეკვავსმაგრამ სხვასთან და თან დროდადრო მისკენ იყურება და კვდება სიცილით... განა რათუნდაც მარტო ესოღონდ რამდენჯერმე... და მერესაკუთარ თავთან შეკითხვა ღამღამობით: „რატომჩემი ბრალია?“

 თქვენ გგონიათ ადვილია ჩაწვდეთ პრინციპს: “მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ?” სულაც არა. ამიტომაცაა, რომ დღემდე ყველა ერთმანეთს ჩაგრავს სხვადასხვა ფორმებით.

 სკოლაში უფრო ხშირია ბავშვთა შორის ძალადობა. ბულინგის ასეთი მაღალი მაჩვენებელი შეიძლება განპირობებული იყოს იმითაც, რომ ეს მოვლენა დიდი ხნის მანძილზე უფროსების მხრიდან არ აღიქმებოდა მნიშვნელოვან პრობლემად. მათმა მიდგომამ - "ბავშვები ერთობიან და მერე რა მოხდა" - ხელი შეუწყო აღნიშნული პრობლემის გამწვავებას. უკანასკნელ წლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ სკოლებში რაღაც დოზით მართლაც შეამცირა ძალადობის შემთხვევები, თუმცა ბულინგის პრობლემა აქტუალურობას დღესაც ინარჩუნებს.
   იგი საკმაოდ სერიოზულ და მძიმე შედეგების მომტან პრობლემას წარმოადგენს.

 ფსიქოლოგების აზრით, ბულინგის ინიციატორი ბავშვები აგრესიულობის დემონსტრირებას  მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას ირჩევენ. ბულინგის დროს ფსიქოლოგიური ტრამვა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლნი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის, დევნის ფაქტის შემსწრენი. ასეთ ბავშვებს ეშინიათ თვითონაც არ გახდნენ აგრესიის მსხვერპლნი.
   

   ჩვენი აზრით მშობელიც და მასწავლებელიც ყურადღებით უნდა მოეკიდოს ბავშვის მონათხრობს ბულინგის შესახებ და მიიღონ  ზომები რაც შეიძლება სწრაფად.
მხარი უნდა დავუჭიროთ  ძალადობის მსხვერპლს, რათა მან თავი არ იგრძნოს არასრულფასოვან ადამიანად. შევთავაზოთ მას კონკრეტული დახმარება, რჩევა.
მოვიქცეთ ისე, რომ მოძალადე მიხვდეს, რომ მისი ქცევა მოწონებას არ იმსახურებს.
უნდა განვუმარტოთ რომ დისკრიმინაცია  არანაირი ფორმით არ არის დაშვებული, ცუდი მოპყრობა არ შეიძლება არც გოგონებთან და არც ბიჭებთან.
   სკოლებმა უნდა უზრუველყონ ცოდნის მიღება და ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელიც ასწავლის ბავშვებს, როგორ იცხოვრონ ძალადობის გარეშე ან როგორ შეებრძოლონ ძალადობას, თუკი დადგებიან ამგვარი საფრთხის წინაშე.



  ნუ ეცდებით, მსოფლიო ერთ დღეში შეცვალოთ, მაგრამ თავად მოახდინეთ ის ცვლილება, რომელსაც თქვენს გარემოში ისურვებდით და თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ შეიცვლება!

Комментариев нет:

Отправить комментарий