გამოკითხვა

 ჩვენმა ჯგუფმა ჩავატარეთ ქუჩის გამოკითხვა ფარული ბულინგის შესახებ. შევჯერდით კითხვებზე, რომლებსაც დავუსვამდით რესპოდენტებს.
 ყველენაირად შევეცადეთ, გამოკითხვაში მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, აგრეთვე გოგონებს და ვაჟებს, თუმცა კითხვებზე პასუხისგან თავს იკავებდნენ (უარს ამბობდნენ) ძირითადად საშუალო და საშუალოზე მაღალი ასაკის ადამიანები.

გამოკითხვის ფორმატი:

,,მოგესალმებით, ჩვენ ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები გახლავართ და ვატარებთ გამოკითხვას ბულინგის თემაზე. გსუთ თუ არა,  მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში?

კითხვები:
1.  გსმენიათ თუ არა ბულინგის შესახებ?
2. ბულინგის  ერთ-ერთი ფორმაა ფარული ბულინგი, ანუ მორალური ძალადობა. თქვენზე თუ გაუვრცელებია ვინმეს ისეთი ტყუილი ან ჭორი, რომელსაც მორალური ზიანი მოუყენებია თქვენთვის?
3. თუ დაუმცირებიხართ ვინმეს სხვის თვალწინ  სკოლაში ან სამსახურში, ან ოჯახში, ან სრულიად სხვა გარემოში?
4. გამხდარხართ თუ არა  როდისმე დაცინვის ობიექტი?
5. თქვენ თავად თუ მიგიყენებიათ ვინმესთვის მორალური ზიანი დაცინვით, ან დამცირებით, ან ჭორის გავრცელებით (თუნდაც შურის საძიებლად)?

დიდი მადლობა გამოკითხვაში მონაწილეობისათვის!"

მონაცემების დათვლის შემდეგ სტატისტიკა ასეთი მივიღეთ:


შედეგების დათვლის პროცესი მასწავლებელთან ერთად

 სულ გამოიკითხა 82 რესპოდენტი, აქედან 29 ადამიანმა უარი განაცხადა გამოკითხვაში მონაწილეობაზე (მიზეზები მრავალგავრი იყო).

კითხვა 1-ზე: დიახ-38, არა-15;
კითხვა 2-ზე: დიახ-16, არა-37;
კითხვა 3-ზე: დიახ-21, არა-32;
კითხვა 4-ზე: დიახ-18, არა-35;
კითხვა 5-ზე: დიახ 20, არა-33;

დიაგრამა: 

 არ ვიცით, რამდენად გულახდილები იყვნენ გამოკითხვაში მონაწილეები, მაგრამ შედეგი მაინც დამაფიქრებელია, ადამიანთა გარკვეული ნაწილი მაინც ბულინგის მსხვერპლია, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც აღიარეს, რომ თავადაც მიუყენებიათ სხვებისთვის მორალური ზიანი.

 გამოკითხვა ჩაატარეს ჩვენი ჯგუფის წევრებმა: მარიამ მინაძემ, ნინო გიორგაძემ, ანა ანტიმინიუკმა და ნინო კახიძემ.

Комментариев нет:

Отправить комментарий